ახალგაზრდების როლი პოლიტიკაში - პრეზიდენტის განცხადებებს ოპოზიციაც იზიარებს

08.03.24 11:48
ახალგაზრდების როლი პოლიტიკაში - პრეზიდენტის განცხადებებს ოპოზიციაც იზიარებს

პრეზიდენტის შემდეგ ახალი თაობის პოლიტიკით დაინტერესების საჭიროებაზე საუბრობენ ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის მთავარი გამარჯვებები სწორედ ახალგაზრდების მოპოვებულია და ხელისუფლების შეცვლის მთავარი გასაღებიც სწორედ მათ ხელშია.

როცა მომავლის საქართველოზეა ლაპარაკი, მომავალზეა ლაპარაკი, ახალგაზრდები არიან სწორედ მომავალი, რომელმაც უნდა მოუტანოს ამ ქვეყანას გამარჯვება და ამ ქვეყანაში ცვლილებები მოდის ყოველთვის ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობით. ამის მაგალითია დამოუკიდებლობის გამოცხადება, ახალგაზრდები იყვნენ ავანგარდში, ამის მაგალითია ცვლილებები, ამის მაგალითია ახლა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პერიპეტიები, როდესაც გამოვიდნენ ახალაგზრდები და რუსული კანონი გააუქმეს პირდაპირ ქუჩაში, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე. 

ამავე აზრს იზიარებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძეც.

რა თქმა უნდა, ეს არის სწორი ნაბიჯი და ეს აღიარებაა სტუდენტების დამსახურებისა, დღეს რომ ჩვენ გავქვს სტატუსი და არა მარტო სტუდენტებისა, არამედ იმ 150 ათასი ჩვენი მოქალაქისა, რომელიც არასროს საქართველოს ისტორიაში არ გამოსულა. დღეს თუ ჩვენ ვართ ევროკავშირის ქვყენობის კანდიდატი, ეს სწორედ ხალხის დამსახურებაა. ხალხი იყო, პირვლე რიგშ, ის აქტიური ადამიანები, მათ შოირს, ახალგაზრდობა, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია ხელისუფლებას, - ამბობს რომან გოცირიძე.

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას სწორედ ახალგაზრდების შიში უნდა ჰქონეს, რომლებსაც არსებობისთვის ძალიან მძიმე შრომის გაწევა უწევთ.

ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებში მათ აღარ აქვთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლის დიდი ნაწილი ან გარბის ქვეყნიდან ან ფაქტობრივად, 300, 400, 500 ლარზე უწევთ შრომა. ძალიან მძიმე შრომის გაწევა უწევთ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ორი კაპიკი გამოიმუშავონ. შესაბამისად, ცხადია, შიში უნდა ჰქონდეს ივანიშვილის ხელისუფლებას ახალგაზრდების, საქართველოს მოქალაქის, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ამ ფონზე, "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ საზოგადოებას და მათ შორის, ახალგაზრდებსაც ოპოზიციასაც მეტად "ქართული ოცნება"  მოსწონს. 

პრეზიდენტი ახალგაზრდებს არჩევნებში ჩართულობისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი იმ სტუდენტებს შეხვდა, ვისი აქტიურობის გამოც გასულ წელს "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის უკან გაწვევა მოუწია. ათონელის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს ეუბნება, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და რომ რეალური ცვლილების გზა არჩევნებზე გადის.

მსგავსი სიახლეები