პრემიერისა და პრეზიდენტის ხელფასი, შესაძლოა, 13 300 ლარი გახდეს - "ოცნებამ" ხელფასების მატებას მხარი დაუჭირა

08.03.24 11:34
პრემიერისა და პრეზიდენტის ხელფასი, შესაძლოა, 13 300 ლარი გახდეს - "ოცნებამ" ხელფასების მატებას მხარი დაუჭირა

2025 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაცილებით მეტ ხელფასს აიღებს -  "ქართულმა ოცნებამ" მთავრობის წევრებისთვის ხელფასების მატებას მხარი დაუჭირა. უკვე გადაწყვეტილია, რომ მხოლოდ მთავრობის მეთაურის ხელფასი, მაქსიმუმ, შესაძლოა, 13 300 ლარი გახდეს. 13 300 ლარი ხდება პრეზიდენტის ყოველთვიური სარგოც.

გაჭირვებული ქვეყნის მინისტრები კი, საშუალოდ, 11 ათას ლარზე მეტს აიღებენ ყოველთვიურად. ახლა საინტერესოა, ვინ რამდენს დაინიშნავს ხელფას, რადგან "ოცნების" მიერ მოფიქრებული ახალი ფორმულის მიხედვით, მაგალითად პრემიერმა 10-ქულიანი კოეფიციენტით შეუძლია განსაზღვროს საკუთარი გასამრჯელო.

რა თქმა უნდა, პრემიერის და ყველა იმ ჩინოვნიკის, რომელიც მის გარშემო ამ კორუფციულ მორევშია ჩართული, მათი მიზანი არის საკუთარი კეთილდღეობის გაზრდა და სწორედ ხელფასების გაზრდა მიმართულია ამისკენ. როგორ შეიძლება საერთოდ, ივანიშვილის პარტიასთან დამოკიდებულებაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ისინი რამენაირად კორუფციას დააზღვევენ. ისინი საკუთარ შემოსავლებს აზღვევენ და საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე ფიქრობენ,“ - ამბობს ბოტკოველი.

"ქართულ ოცნებაში" ხელფასების ზრდას "აუცილებლობით ნაკარნახევად" მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულების ანაზღაურებას შორის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს.

როდესაც სახელმწიფოში მუდმივად ვითარდებოდა, ბოლო წლების განმავლობაში, ის მიმართულება, რასაც ჰქვია საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ჯეროვანება, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ესეც თავის მხრივ აუცილებლობით ნაკარნახევია. არ შეიძლება, კერძო სექტორთან შედარებით იყოს დაბალი ანაზღაურება საჯარო სექტორში, ამას სჭირდება გონივრულად ზრდა,“ - ამბობს სარჯველაძე.

პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს ხელფასი გაეზრდებათ - ამის შესახებ კანონპროექტს "ქართული ოცნება" აინიცირებს. ცვლილებები "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში შევა, რომლითაც დაგეგმილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირება. ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.

 

მსგავსი სიახლეები