რამდენითაც არ უნდა გაზარდონ ხელფასი, მაინც მოიპარავს ხალხის ფულს - მანჯგალაძე
""ქართულ ოცნებას" ისეთი მმართველობის ფილოსოფია აქვს, რამდენითაც არ უნდა გაზარდონ ხელფასი, მაინც მოიპარავს ხალხის ფულს," - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე "ოცნების" ინიციატივას, რომ პრემიერის, პრეზიდენტისა და სხვა მაღლაჩინოსნების ხელფასი გაიზარდოს.
როგორც მანჯგალაძე ამბობს, "ოცნების" წევრები არა ხალხზე, არამედ მხოლოდ საკუთარი შემოსავლების ზრდაზე ზრუნავენ.
ეს არის მათი ბუნება, ეს კარგი ღონისძიება იქნებოდა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ხალხის სამსახურში დგას, მაგრამ "ქართული ოცნება", რომელიც ხალხის სამსახურში კი არ არის, ივანიშვილის სამსახურშია, ივანიშვილის კლანი მდიდრდება და ხალხი ღარიბდება, ეს არის დამატებითი პრემირება და წახალისება, რომ უფრო ეფექტურად ძარცვონ ხალხი,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.