როგორ მოახერხა ივანიშვილის პარტიამ, რომ ჩვენს რეგიონში, ფაქტობრივად ყველაზე ძვირია პროდუქტები საქართველოში? - ხაბეიშვილი
„დღეს გადავალ თურქეთში და საზოგადოებას მინდა ვაჩვენო თურქეთის ფასები, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტები ორჯერ უფრო იაფია. ერთი მარტივი კითხვა მაქვს, როგორ მოახერხა ივანიშვილის პარტიამ, რომ ჩვენს რეგიონში, ფაქტობრივად ყველაზე ძვირია პროდუქტები საქართველოში? - 2024 წელს ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
ხაბეიშვილი აპირებს, რომ ფასების შედარების მიზნით თურქეთში გადავიდეს, იყიდოს პროდუქტები და შეადაროს საქართველოში არსებულ ფასებს.
როგორც ენმ-ის ლიდერი ამბობს, კითხვა აქვს პრემიერთან და "ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან ივანიშვილთან - "როგორ მოახერხა ივანიშვილმა, კობახიძემ და მისმა ხელისუფლებამ, რომ რეგიონში, ფაქტობრივად ყველაზე ძვირია პროდუქტები საქართველოში".
ჩვენ დღეს ვაპირებთ თურქეთში გადასვლას. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც საქართველოს მოსახლეობაზე მინიმუმ ორჯერ უფრო მდიდარია ყველა სტატისტიკით, ყველა ციფრით და ორჯერ უფრო იაფად ყიდულობს პირველადი მოხმარების პროდუქტებს. ჩვენ გვაქვს მთავარი კითხვა ივანიშვილთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან - რატომ არის საქართველოში, რომ საქართველოს მოქალაქეს მარკეტში, ბაზარში შესვლის ეშინია იმდენად იმატებს პროდუქტის ფასები და როგორ მოახერხა ივანიშვილმა, კობახიძემ და მისმა ხელისუფლებამ, რომ რეგიონში, ფაქტობრივად ყველაზე ძვირია პროდუქტები საქართველოში. მე პარლამენტში ვაჩვენე კონკრეტული ქვითარი აზერბაიჯანიდან, სადაც ბევრად უფრო იაფია რძე, კარაქი, სხვადასხვა პირველად მოხმარების პროდუქტები და ახლა საზოგადოებს მინდა ვაჩვენო თურქეთის ფასები. ჩვენ ვიყიდით პირველადი მოხმარების პროდუქტებს და გაგიზიარებთ რამდენად იაფია.
საქართველო თურქეთის საზღვარზე, აჭარიდან და გურიიდან ათასობით ადამიანი გადადის ყოველდღიურად, რადგან უფრო იაფად იყიდოს პირველად მოხმარების პროდუქტები, ამიტომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გასცეს პასუხი ხელისუფლებამ და ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეს ყოველდღიურად. არ არსებობს ოჯახი, რომ მისი ერთი ოჯახის წევრი მაინც არ ხვდებოდეს მარკეტში, ბაზარში, ან რაიმე უბნის მაღაზიაში და არ ყიდულობდნენ გაძვირებულ პროდუქტს. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი 2024 წლისთვის, რომ შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომ კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.