ერთი წელი მარტის აქციებიდან - ახალგაზრდები დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან
რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები შეკრებისთვის ემზადებიან. დღეს ზუსტად შვიდ საათზე, მარტიის აქციების მონაწილე ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამოაზრეეებს ელოდებიან. დღევანდელ შეხვედრაზე ის ადამიანები, ვისაც ზუსტად ერთი წლის წინ ხელისუფლების ბრძანებით, რუსთაველზე წყლის ჭავლით და სპეცრაზმის დახმარებით არბევდნენ, კიდევ ერთხელ იტყვიან, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ერთიანობას ქვეყნისს ევროინტეგრაციისთვის.
დღეს, 7 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ვიკრიბებით სხვადასახვა სტუენტური გაერთიანებები და ახალგაზრდები, ვისაც აქვს სურვილი, რომ გაიხსენოს 2023 წლის მარტია აქციების პერიოდი, ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად ივნენ ჩართულები ამ პროცესებში და რომლებმაც ლომის წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ვიკრიბებით, რათა გავიხსენოთ საინტერესო ისტორიები და კიდევ ერთხელ დავანახოთ ხალხს და ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ამბობს მარტის აქციის მონაწილე.
ზუსტად ერთი წლის წინ ამ დღეს, ევროკავშირის და საქართველოს დროშებით ქუჩაში გასულ ათასობით ადამიანს, რომლებიც რუსული კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, ხელისუფლება რუსული ძალისმიერი მეთოდებით უსწორდებოდა. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ქალებიც და ბავშვებიც.