დიდ ბრიტანეთში შეხვედრები ივანიშვილის სანქცირებას და ლეიბორისტული პარტიის რეაბილიტაციას შეეხებოდა - ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ქვეყნის ნომერ პირველმა ლეიბორისტმა შეხვედრები თემთა პალატაში გამართა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბრიტანელ პოლიტიკოსებს ბიძინა ივანიშვილის საშიში გარიგებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ნათელაშვილი ინგლისელ პოლიტიკოსებს ივანიშვილის დაუყოვნებლივი სანქცირების შესახებ ესაუბრებოდა.
დამთავრდა ჩემი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, რომელიც დატვირთული იყო ძალიან საინტერესო შეხვედრით, საუბრის თემა შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის, რაც შეიძლება დროულ სანქცირებას და ლეიბორისტული პარტიის რეაბილიტაციას, რომელიც ოლიგარქმა აკრძალა. მათი მზაობა, სურვილი, გვერდში დაუდგნენ საქართველოს დემოკრატიის გზაზე, ოლიგარქიისგან გათავისუფლების დიდ მიზნებში, არის სასიხარულო და იმედის მომცემი,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.