რუსული სიმბოლიკები გორის თეატრში - გრიშა ონიანი პარტიის ყრილობას მართავს
გორის თეატრში გრიშა ონიანი პრორუსული პარტიის ყრილობას მართავს. პარტიის სახელწოდებაა "გრიშა ონიანი - მე-20 საუკუნე, პარტიის მიზანს კი საბჭოთა კავშირის აღდგენა წარმოადგენს. პარტია ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
გორის თეატრი სახელმწიფო უწყების დაქვემდებარებაშია. დარბაზში წარმოდგენილია საბჭოთა სიმბოლიკა, რომლითაც ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვევა, თუმცა ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე არ გამოჩენილან.