"შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა" - EU-ს წარმომადგენლობის პასუხი "ოცნებას"

08.03.24 12:08
"შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა" - EU-ს წარმომადგენლობის პასუხი "ოცნებას"

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციას პასუხობს და განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით ბრიუსელში გამართული შეხვედრას, რაზეც EU-ს წარმომადგენლობა განმარტებას აკეთებს.

ირკვევა, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. 

განცხადების თანახმად, გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა, მათ შორის იყო საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც სწორედ უკრაინის დელეგაციის წევრია. ადეიშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად ევროკომისიაში გამართა შეხვედრები - ამის გამო "ქართულმა ოცნებამ"  დასავლეთი გააკრიტიკა. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასებით, ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა კი დეზინფორმაციაა.

გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა.  ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში). ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები