ღარიბაშვილის აღმართული ჯებირები კობახიძემ მოხსნა

08.03.24 12:38
ღარიბაშვილის აღმართული ჯებირები კობახიძემ მოხსნა

მთავრობის ადმინისტრაციასთან რკინის ჯებირები მოხსნეს - "პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში უდასტურებენ, რომ რკინის წინაღობის მოხსნის იდეა პრემიერ ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. გარდა რკინის კონსტრუქციებისა, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოდან აიღებენ ასევე ტურნიკეტებსაც, რადგან იგეგმებოდა, რომ საშვის გარეშე ეზოში შესვლის საშუალება მოქალაქეებს არ ჰქონოდათ.

მანამდე, რკინის ჯებირები მთავრობის სასახლის შესასვლელთან ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაიდგა. მაშინ განმარტავდნენ, რომ რკინის ღობის გაკეთება თბილისის ცენტრში მდებარე შენობის წინ გადაწყდა პარკის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა არ არის ერთადერთი, სადაც რკინის ჯებირები იყო დამონტაჟებული - რკინის დამატებითი კონსტრუქცია დააყენეს პარლამენტშიც, ეზოში შესასვლელ ყველა კართან.

 

 

მსგავსი სიახლეები