"არ ვთვლი, რომ ვინმე ვინმეს კადრია" - სარჯველაძე შაყულაშვილის პოსტიდან წასვლაზე

08.03.24 13:14
"არ ვთვლი, რომ ვინმე ვინმეს კადრია" - სარჯველაძე შაყულაშვილის პოსტიდან წასვლაზე

სახელისუფლებო გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტიდან წასვლას ეხმიანება და ამტკიცებს, რომ მიხეილ შაყულაშვილი არა ღარიბაშვილის კადრი, არამედ ერთი გუნდის შემადგენელი ნაწილი იყო.  

მე, ჯერ ერთი, ასე არ ვყოფ, ვინმე ვინმეს კადრია. ეს არის ერთი გუნდი, ერთი გუნდის შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად, სამთავრობო გუნდის ნაწილი იყო. ვერ ვიხსენებ, ზუსტად როდის არის ის მოსული თანამდებობაზე, ამიტომ გამიჭირდება თქმა, ვისი კადრია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე თვითონ მმართველობის ერთობლიობი კომუნიკაციის მუშაობის პროცესში არ მქონია განცდა, რომ ვინმე ვინმეს კადრია, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

სარჯველაძე ასევე ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოსტზეც საუბარს და ამბობს, რომ კანდიდატის შერჩევა მხოლოდ პრემიერი კომპეტენციაა და წინასწარ რაიმე პროგნოზის კეთება არასწორია.  

როდესაც საუბარია პრემიერის მიერ მინისტრის დანიშნაზე, ეს იმენად ექსკლუზიური კომპეტენციაა თვითონ პრემიერ-მინისტრისა, რომ აქ არ შეიძლება არც წინასწარ პროგნოზების კეთება, ვარაუების გამოთქმა პოლიტიკოსების მხრიდან, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.  

შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობდა დატოვა. მიხეილ შაყულაშვილმა საკუთარი კაბინეტი უკვე დაცალა, თან ისე, რომ ჯერ სამსახურიდაან წასვლის განცხადებაც კი არ დაუწერია. 

"პირველებთან" საუბარში შაყულაშვილი ადასტურებს, რომ პოსტიდან წასვლის შესახებ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერმინისტრი არც კი გაუფრთხილებია. შაყულაშვილიც ღარიბაშვილის კადრად ითვლება. ის გუბერნატორად სწორედ ექსპრემიერიმა დანიშნა.

 

მსგავსი სიახლეები