აშკარაა, რომ უკვე ბევრი ადამიანი ფიქრობს, "ოცნების" ჩაძირული ნავიდან გადახტეს - სამადაშვილი

08.03.24 13:26
აშკარაა, რომ უკვე ბევრი ადამიანი ფიქრობს, "ოცნების" ჩაძირული ნავიდან გადახტეს - სამადაშვილი

უკვე ბევრი ადამიანი ფიქრობს, "ოცნების" ჩაძირული ნავიდან გადახტეს, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი პოსტიდან კიდევ ერთი თანამდებობის პირის გადაგომას. საქმე ეხება შიდა ქართლის გუბერნატორს, მიხეილ შაყულაშვილს.

ოპოზიციის წევრის თქმით, არჩევნებამდე კიდევ ბევრი მსგავსიფაქტი მოხდება, რომელიც მმართველი პარტიის შიგნით კლანების დაპირისპირებას ცხადყოფს. 

ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი "ქართული ოცნების" სისტემაში ხვდება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დრო არის ძალიან შეზღუდული, რომ ეს რუსული პოლიტიკური ძალა არის განწირული მარცხისთვის და მე ვფქირობ, რომ არჩევნებამდე ჩვენ ვნახავთ არაერთ მსგავს ფაქტს, რომელიც გამოავლენს ერთის მხრივ, შიდა პროცესებს, კლანებს შორის დაპირისპირებას "ქართულ ოცნებაში" და მეორეს მხრივ, გამოააშკარავებს, რომ უკვე ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ დროა, ამ ჩაძირული ნავიდან, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია, დროულად გადახტეს, - ამბობს სამადაშვილი. 

შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობდა დატოვა. მიხეილ შაყულაშვილმა საკუთარი კაბინეტი უკვე დაცალა, თან ისე, რომ ჯერ სამსახურიდაან წასვლის განცხადებაც კი არ დაუწერია. 

"პირველებთან" საუბარში შაყულაშვილი ადასტურებს, რომ პოსტიდან წასვლის შესახებ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერმინისტრი არც კი გაუფრთხილებია. შაყულაშვილიც ღარიბაშვილის კადრად ითვლება. ის გუბერნატორად სწორედ ექსპრემიერიმა დანიშნა.

 

მსგავსი სიახლეები