რა ხდება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც რკინის ჯებირებს ხსნიან - ფოტოები ადგილიდან
მთავრობის ადმინისტრაციასთან რკინის ჯებირების დემონტაჟი დღეს დაიწყო. გარდა რკინის კონსტრუქციებისა, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოდან აიღებენ ასევე ტურნიკეტებსაც, რადგან იგეგმებოდა, რომ საშვის გარეშე ეზოში შესვლის საშუალება მოქალაქეებს არ ჰქონოდათ.
კანცელარიის შემოღობვაში ირაკლი ღარიბაშვილმა ასი ათასობით ლარი დახარჯა, კობახიძე ყველაფერს, ნაგავში უშვებს. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნების წაგების შიშით ახალი პრემიერი ცდილობს "კარგი ბიჭის როლი" მოირგოს.
მანამდე, რკინის ჯებირები მთავრობის სასახლის შესასვლელთან ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით დაიდგა. მაშინ განმარტავდნენ, რომ რკინის ღობის გაკეთება თბილისის ცენტრში მდებარე შენობის წინ გადაწყდა პარკის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში.