"ოცნება" ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, თანამდებობების გადანაწილებით და ხელფასების გაზრდით არის დაკავებული - ხაბეიშვილი
"ოცნება" ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, თანამებობების გადანაწილებით და ხელფასების გაზრდით არის დაკავებული - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე საუბრობს. ლევან ხაბეიშვილი პოსტიდან შიდა ქართლის გუბენატორის წასვლას ეხმაინება და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამა თუ იმ პოსტზე, რადგან ცხადია, რომ ქვეყნის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.
ივანიშვილის პარტიაშიც ძალიან გაუგებარი სიტუაციაა. ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის პრობლემებზე ფიქრობდნენ, რაღაც თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებულები, ხელფასების მატებით და ა.შ. მათი მტავარი საზრუნავი არის საკუთარი ჯიბე, თანამდებობა, ვინ სად დაინიშნება, ვინ როდის მოიხსნება. ჩემთვის, მაგალითად, ვინ რომელ თანამებობაზე იქნება, ნაკლებად მნიშვნელოვანია ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის. კონკრეტულ თამადებობის პირზე, ვისზეც მეკითხებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ რეგიონშ 1%-იც არ იცნობს მას, არც გაუგია და მითუმეტეს, მისი შექმნილი ეკონომიკური დოვლათის ან სიკეთის შესახებ, - ამბობს ხაბეიშვილი.
შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობდა დატოვა. მიხეილ შაყულაშვილმა საკუთარი კაბინეტი უკვე დაცალა, თან ისე, რომ ჯერ სამსახურიდაან წასვლის განცხადებაც კი არ დაუწერია.
"პირველებთან" საუბარში შაყულაშვილი ადასტურებს, რომ პოსტიდან წასვლის შესახებ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერმინისტრი არც კი გაუფრთხილებია. შაყულაშვილიც ღარიბაშვილის კადრად ითვლება. ის გუბერნატორად სწორედ ექსპრემიერიმა დანიშნა.