"აუცილებლობით იყო ნაკარნახევი" - სარჯველაძე მთავრობის წევრებისთვის ხელფასების გაზრდაზე

08.03.24 13:49
"აუცილებლობით იყო ნაკარნახევი" - სარჯველაძე მთავრობის წევრებისთვის ხელფასების გაზრდაზე

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მტავორბის წევრებისთვის ხელფასების გაზრდა აუცილებელი იყო. მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ შეიძლება კერძო სექტორთან მიმართებაში საჯარო სექტორში გაცილებით ნაკლები ხელფასები იყოს. 

როდესაც სახელმწიფოში მუდმივად ვითარდებოდა მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში ის მიმართულება, რასაც ჰქვია საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ჯეროვანობა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ესეც, თავის მხრივ, იყო აუცილებლობით ნაკარნახევი. არ შეიძლება, მაგალითად, კერძო სექტორთან შედარებით იყოს რადიკალურად დაბალი ანაზღაურება საჯარო სექტორში. ამას, ბუნებრივია, სჭირდება გონივრულად ზრდა. კონკრეტული საჭიროებები ახსნილია, ამ შემთხვევაში, არის საუბარი იმაზე, რომ არის ცალკეული თანამდებობის პირები, რომლებთან მიმართებაშიც უნდა იყოს გარკვეული ლოგიკა დაცული, - ამბობს სარჯველაძე.

2025 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაცილებით მეტ ხელფასს აიღებს -  "ქართულმა ოცნებამ" მთავრობის წევრებისთვის ხელფასების მატებას მხარი დაუჭირა. უკვე გადაწყვეტილია, რომ მხოლოდ მთავრობის მეთაურის ხელფასი, მაქსიმუმ, შესაძლოა, 13 300 ლარი გახდეს. 13 300 ლარი ხდება პრეზიდენტის ყოველთვიური სარგოც. გაჭირვებული ქვეყნის მინისტრები კი, საშუალოდ, 11 ათას ლარზე მეტს აიღებენ ყოველთვიურად. 

 

მსგავსი სიახლეები