დასავლეთ საქართველო ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად გადმოდის თურქეთში. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქცია საქართველოში არის თითქმის ორჯერ ძვირი - ანთაძე

08.03.24 14:17
დასავლეთ საქართველო ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად გადმოდის თურქეთში. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქცია საქართველოში არის თითქმის ორჯერ ძვირი - ანთაძე

"დასავლეთ საქართველო, ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად გადმოდის თურქეთში და აქ იძენს პროდუქციას. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქცია საქართველოში არის თითქმის ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ გააკეთა.

ლევან ანთაძის თქმით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებლები ფასების სიძვირის გამო, ამჯობინებენ, რომ თურქეთში გადავიდნენ და იქ შეიძინონ პროდუქცია.

დღეს  ბათუმის მოსახლეობა, აჭარის მოსახლეობა ფაქტობრივად დასავლეთ საქართველო, ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად გადმოდის თურქეთში და აქ იძენს პროდუქციას. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქცია საქართველოში არის თითქმის ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში. ელემენტარული, პირველადი მოხმარების საგნებს იძენს აქ. 
აღარაფერს ვამბობ აფთიაქზე, სამედიცინო მომსახურებაზე. 
უბნის ექიმის მაგივრად თურქეთში გადმოდის ადამიანი და მკურნალობს. ამიტომ, 2024 წელი არის შანსი ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც გვაღარიბებს," - განაცხადა ლევან ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები