"ოცნების" დეპუტატმა საკუთარი სახლისკენ მიმავალი მთელი ქუჩა შლაგბაუმით გადაკეტა

03.07.21 20:38
"ოცნების" დეპუტატმა საკუთარი სახლისკენ მიმავალი მთელი ქუჩა  შლაგბაუმით გადაკეტა

"ოცნების" დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა წყნეთში, კაკლების დასახლებაში  საკუთარი სახლისკენ მიმავალი მთელი ქუჩა  შლაგბაუმით გადაკეტა.  შუა გზაზე დამონტაჟებულია შლაგბაუმი და გადაადგილებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია აკონტროლებს.

ადგილზე მისული ტვ პირველის შაბათის ეთერის გადამღები ჯგუფი დაცვის პოლიციამ ძალის გამოყენებით შეაჩერა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. გამოძახებული ეკიპაჟი კი რამდენიმე საათის განმავლობაში არკვევდა იყო თუ არა ქუჩა ანტონ ობოლაშვილის საკუთრება.