ივანიშვილის პარტიაში ვერ იყოფენ ადგილებს, ერთმა ბიუჯეტის ქურდმა გალია აიშენა, ხოლო მეორე ანგრევს - ფარულავა
"ივანიშვილის პარტიაში ვერ იყოფენ ადგილებს, რის გამოც არის დაპირისპირება. ერთმა ბიუჯეტის ქურდმა გალია აიშენა, ხოლო მეორე ამ გალიას ანგრევს, რაც ჩვენს მოქალაქეებს ასი ათას ლარზე მეტი უჯდება," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ გააკეთა.
ფარულავა ეხმაურება პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან ღარიბაშვილის მითითებით აღმართული რკინის ჯებირების მოხსნას.
ივანიშვილის პარტიაში არის დაპირისპირება, ამ დაპირისპირების შედეგია ის, რომ ერთმა ბიუჯეტის ქურდმა გალია აიშენა, ახლა მეორე ამ გალიას ანგრევს და ეს ჩვენს თანამოქალაქეებს ასი ათასი ლარზე მეტი უჯდება. არც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, არც მაღალი ფასები და არც ინფლაცია არ არის ივანიშვილის პრიორიტეტი. ივანიშვილის პარტიის მთავარი პრიორიტეტი არის პირადი კეთილდღეობა და ამის გამო ვერ იყოფენ თანამდებობას, რის გამოც არის დაპირისპირება," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.