გომელაურის სიძის სკანდალი- გაუშვებენ თუ არა ციხეში შს სამინისტროს თანამშრომლებს?

08.03.24 20:23
გომელაურის სიძის სკანდალი- გაუშვებენ თუ არა ციხეში შს სამინისტროს თანამშრომლებს?

 

 

გაუშვებენ თუ არა ციხეში შს სამინისტროს თანამშრომლებს? გომელაურის სიძის სკანდალურ საქმეზე და შაბათის ეთერის მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საუბარია პატრულის თანამშრომლის წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რომელმაც გაბედა და შს მინისტრის სიძეს ალკოტესტის გავლა მოსთხოვა. ამის გამო ანდრია სიხარულიძე სამაგალითოდ დასაჯეს.

ახლა გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, რა ვითარებაში გახდა ანდრია სიხარულიძე მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ და ხომ არ გამოიყენეს პოლიციელებმა ბოროტად საკუთარი უფლებამოსილება.

სასამართლოს უკვე აქვს დაზარალებული ანდრია სიხარულიძის ჩვენება, რომელიც სამართალდამცველებს დაკავების მომენტში და შემდეგ უკვე წინასწარი მოთავსების იზოლატორში მის წინააღმდეგ სასტიკ  მოპყრობაში ამხელს. პოლიციელს მალე ციხეში გამომძიებლებიც დაჰკითხავენ.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები