ის, რაც ღარიბაშვილს სახელს უკავშირდება, კობახიძე ჯართში აბარებს - ნერვების ომი მთავრობაში
კობახიძე ასუფთავებს მთავრობას და მთავრობის მიმდებარე ტერიტორიასაც. ორ ირაკლის შორის დაპირისპირებამ უკვე ქუჩაში გადაინაცვლა. მთავრობის შენობას რკინის ღობეები მოხსნეს. ის, რაც ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება, კობახიძე ჯართში აბარებს. ექსპრემიერის სიმშვიდისთვის აღმართული რკინის კონსტრუქციები რამდენიმე საათში გაიტანეს ინგოროყვას ქუჩიდან. კობახიძე ხისტ გადაწყვეტილებებს არ ერიდება. ამ შემთხვევაში, ძალაუფლებაც და გავლენებიც უკვე სრულად მის ხელშია.
მინისტრებისა და ადმინისტრაციის შემდეგ გუბერნატორების ჯერი დადგა. ირაკლი კობახიძემ რეგიონების ღარიბაშვილის კადრებისგან დაცლა დაიწყო. პირველი თანამდებობას შიდა ქართლის გუბერნატორი დაემშვიდობა. მიხეილ შაყულაშვილმა ისე დაცალა კაბინეტი და ისე დატოვა პოსტი, რომ არც პრემიერს შეხვედრია და არც ოფიციალურად დაუწერია განცხადება. არადა, გუბერნატორები პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არიან. "ოცნებაში" არ უარყოფენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.