"ოცნება" და ივანიშვილი ბიუჯეტს იყენებენ პირადი კეთილდღეობისთვის და პირდაპირი მნიშვნელობით ჭამა-სმაზე არიან გადასულები - ურუშაძე

08.03.24 18:50
"ოცნება" და ივანიშვილი ბიუჯეტს იყენებენ პირადი კეთილდღეობისთვის და პირდაპირი მნიშვნელობით ჭამა-სმაზე არიან გადასულები - ურუშაძე

"ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ეკუთვნის ხალხს, იყენებს პირადი კეთილდღეობისთვის და პირდაპირი მნიშვნელობით ჭამა-სმაზე არიან გადასულები," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ გააკეთა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე ხელისუფლების მიერ წვეულებებში დახარჯულ მილიონებზე. 

ხელისუფლება სახელმწიფო რესურსებს, სახელმწიფო ბიუჯეტს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის, პირადი კომფორტისთვის და პირდაპირი მნიშვნელობით ჭამა-სმაზეა გადასული. სახელმწიფოს ფული, რომელიც ეკუთვნის ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ბიუჯეტად აქცია," - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
 

მსგავსი სიახლეები