ხალხის გაღატაკებაზე აისახა ივანიშვილის გარშემო 200-კაციანი კლანის გამდიდრება - ცისკარიშვილი

08.03.24 21:42
ხალხის გაღატაკებაზე აისახა ივანიშვილის გარშემო 200-კაციანი კლანის გამდიდრება - ცისკარიშვილი

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი "პოლიტიკური ამბების" ეთერში საზოგადოების ხარჯზე გამდიდრებულ ჩინოვნიკებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ნაცვლად იმისა, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ფინანსურ კეთილდღეობაზე იფიქროს, ოლიგარქის პარტია საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე ზრუნავს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოქალაქეებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ კარსმომდგარი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

ხალხს ძალიან უნდა ცვლილებები. ყველას ვისაც ვხვდებით, ამაზე გვესაუბრებიან. ეკონომიკა, სისტემა ჩვენზე არ მუშაობს. 200-კაციანი კლანი გამდიდრდა ბიძინა ივანიშვილის გარშემო, მაგრამ ხალხი არის ღარიბი და ხალხის ჯიბეზე აისახა ეს ყველაფერი გაზრდილი ფასებით...

ჩვენ ყველამ უნდა დავარწმუნოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომ ახლა შესაძლებელია ცვლილება, ღირს ბრძოლა. ყველა უნდა გამოვიდეთ, მივიღოთ მონაწილეობა და დავამარცხოთ "ოცნება", - ამბობს ცისკარიშვილი.

მსგავსი სიახლეები