თავდასხმა ტვ პირველის ჟურნალისტებზე - პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია

04.07.21 11:27
თავდასხმა ტვ პირველის ჟურნალისტებზე - პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან 24 საათი გავიდა, თუმცა სოფელ ფონიჭალაში არავინ დაუკავებიათ და არც გამოძიება დაწყებულა. მედია ექსპერტები ჟურნალისტების მიმართ გახშირებულ თავდასხმის ფაქტებზე დროულ რეაგირებას ითხოვენ.

პოლარიზებულია მედია გარემო, პოლარიზებას იწვევს ის განწყობები, რომელიც აქვს პოლიტიკურ კლანს, განსაკუთრებით მთავრობას, ის როგორ ეპყრობოდა მედიას, როგორ მოიხსენიებდა ჟურნალისტებს, ეს არის გადამდები და ეს პროცესი არ გაჩერდებოდა პარლამენტის კულუარებში და  გადმოვიდა გარეთ, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აწუხებთ ეს თემა, მიაჩნიათ, რომ რადგან თვითონ არ უსწორდებიან  იმ ჟურნალისტებს, რომელთა მიმართ აგრესია მათ აქვთ და უსწორდება ცალკეული მოქალაქე ეს კარგია მათთვის", - ამბობს ზვიად ქორიძე.

შემთხვევა გუშინ, სოფელ ფონიჭალაში მოხდა, ადგილზე ინფორმაციის გადასამოწმებლად მისულ გადამღებ ჯგუფს "ოცნების" პარტაქტივი ქვებით გაუსწორდა და აპარატურა დაუმტვრია.