ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, ივანიშვილმა ხელი მოკიდა და პრეზიდენტად დასვა - ღარიბაშვილი

09.03.24 14:38
ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, ივანიშვილმა ხელი მოკიდა და პრეზიდენტად დასვა - ღარიბაშვილი

"ოცნების" მორიგი იერიში პრეზიდენტზე - პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი თავს სალომე ზურაბიშვილს ესხმის. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ზურაბიშვილის რეიტინგი 1%-ს ძლივს აღემატებოდა, ქართველმა ოლიგარქმა ის პრეზიდენტად დანიშნა.

ღარიბაშვილი ზურაბიშვილის "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში ამხელს და ქართველ საზოგადოებას, პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ყოველ კვირა ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე, ადამიანზე, არასწორია. სამწუხაროდ, საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან - ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა და რომლის რეიტინგიც დაახლოებით 1% იყო, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად. რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში, ფერხულში, მათთან კოორდინაციაში. სამწუხაროა, მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან მალე გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა და ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები