„გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ სახელმწიფო დაფინანსება აღუდგებათ
პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ. ეს პარტიებია “გირჩი“ და “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“.
შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 5 ივლისს ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ცვლილების მიხედვით, კანონის ეს მუხლი 2022 წლის პირველი თებერვლის ნაცვლად, 2021 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.