მე ვარ პარტიის თავმჯდომარე და აღარ ვერევი მთავრობის საკითხებში - ღარიბაშვილი
"მე აღარ ვერევი მთავრობის საკითხებში", - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის პროცესში ჩართული.
ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ მის კომპეტენციაში ახლა პარტიის საქმიანობა შედის, ამიტომ მთავრობაში არსებულ საკადრო ცვლილებებზე კითხვებს პასუხებს ვერ გასცემს.
უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრს, მან უნდა გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, მთავრობის საკითხებში მე აღარ ვერევი, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, მე ვარ პასუხისმგებელი პარტიის მუშაობაზე და, რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მისიაა მოვიარო რეგიონები და პარტია მოვამზადოთ არჩევნებისთვის",- განაცხადა ღარიბაშვილმა.