გვარამია, მელია, გირჩი, ეს ერთი ორგანიზმია თავისი წანაზარდებით - ღარიბაშვილი
"ოცნებას" იერიში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე მიაქვს - ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ ველზე გამოსულ ნიკა გვარამიასა და ენმ-სგან გამოყოფილ ნიკა მელიას კონკურენტებად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ორივე გაერთიანება კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები ქართველი საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურებიან, ამიტომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ "ოცნებამ" უნდა გაიმარჯვოს.
დღეს საუბარია იმაზე, რომ თითქოს რაღაც ახალი პარტია შეიქმნა. როგორ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას, ან ნიკა მელია, ან გირჩი, ან ლელო - ხაზარაძე. ეს ერთი ორგანიზმია, თავისი დანამატებით, წანაზარდებით. ქართველი ხალხი არის ბრძენი, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული, მტრული ძალები. ისინი არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ინტერესებს. მათი მიზანი იყო სხვა ქვეყნების ინტერესების, დავალებების შესრულება", - ამბობს ღარიბაშვილი.