"ოცნება" ლურჯი, ხოლო ენმ წითელი ხაზია" - გახარიას გუნდი საარჩევნოდ კოალიციის გარეშე იბრძოლებს
გიორგი გახარიას გუნდი საარჩევნოდ კოალიციის გარეშე იბრძოლებს - ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშით იმდენს შეძლებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში ჯამურად ხმათა 50% ვერ მიიღონ.
გახარია ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რეალური არჩევანი ამ ორი რადიკალური ძალის მიღმაა.
კოალიცია კატეგორიულად მიუღებელია. "ნაციონალურ მოძრაბა" წითელი ხაზია, "ოცნება" ლურჯი ხაზია, რადგან დღევანდელი "ოცნება" მიუღებელია. რომ გადახედოთ პროპაგანდისტულ სისტემას, გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არჩევანი. არის მხოლოდ ბოროტი "ნაციონალური მოძრაობა" და ვითომ კეთილი, სამართლიანი, პატრიოტი "ოცნება". "ნაციონალური მოძრაობა" კი გვეუბნება, რომ არსებობს არჩევანი. არის მხოლოდ პროგრესული "ნაციონალური მოძრაობა" და რუსული "ოცნება". სინამდვილეში ნამდვილი არჩევანი არის ამ ორი რადიკალური ძალის მიღმა. საქართველოს მოქალაქეებმა ეს უკვე დაინახეს, რადგან ძალიან კარგად ხედავენ "ნაციონალური მოძრაობის" ამ რადიკალურ, ბრუტალურ, რევანშისტულ განწყობებს და ძალიან კარგად ხედავენ "ოცნების" კორუმპირებულ, ინფანტილურ პოლიტიკას", - ამბობს გახარია.
კონფერენციაზე გახარიას გუნდის წევრებმა პარტიას სახელი შეუცვალეს. დღეიდან პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად, "გახარია საქართველოსთვის" სახელით იბრძოლებს.