ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ უფრო მეტი ქაოსი შექმნა - გახარია

09.03.24 15:38
ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ უფრო მეტი ქაოსი შექმნა - გახარია

"ივანიშვილის დაბრუნებამ ქვეყანა კი არ დაალაგა, პირიქით, უფრო მეტი ქაოსი შექმნა", - ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტიული კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

გახარიამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მწვავედ გააკრიტიკა და განმარტა, რომ პარტიის წევრების განცხადებები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის.

ამხელა ადამიანი იძულებით დააბრუნეს პოლიტიკაში და რა მერე? რაიმე პრობლემა გადაწყდა, კითხვებს პასუხი გაეცა, მართვის სისტემა დაიხვეწა? პირიქით, გაურკვევლობის ხარისხი სულ უფრო და უფრო გაიზარდა. პარტია, რომელიც იძახის, რომ უმრავლესობა უნდა ავიღო და 60% მაქვს მხარდაჭერაო, ერთი კვირით ადრე იძახდა, რომ ივანიშვილი ჩვენ არაფერში არ გვჭირდებაო. ერთი კვირის შემდეგ ივანიშვილი ბრუნდება პოლიტიკაში და ისევ იძახიან, რომ 60% გვაქვს მხარდაჭერაო. ცდომილების ეფექტის დონეზე შეაფასეს ივანიშვილის ელექტორალური გავლენა პარტიაზე? სინამდვილეში, ის იმედი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ, რომ ივანიშვილის ხილულად გამოჩენდა და მისი ოფიციალურად დაბრუნება დაალაგებდა ქვეყანას, პირიქით, ქაოსია", - ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები