ზურაბიშვილი და კოპალეიშვილი "ნაცები" არიან - მდინარაძე

09.03.24 16:54
ზურაბიშვილი და კოპალეიშვილი "ნაცები" არიან - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად მოიხსენიებს და განმარტავს, რომ მისი ქმედებები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან არის შეთანხმებული.

მდინარაძე ნიკა გვარამიას გუნდში მაია კოპალეიშვილის გაერთიანებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მუდამ "ნაცი" იყო.

ძალიან ბევრი მტკიცებულება ყოველდღიურად იდება იმასთან დაკავშირებით, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი „ნაცი“ უკვე, მათ შორის, მან ყველაზე რადიკალური „ნაცების“ რამდენიმე ადამიანის რიგებში გადაინაცვლა, იმ რამდენიმე ადამიანის რიგებშიც კი, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმას. მან ესეც მოახერხა და პატრიარქზე და „ქართულ ოცნებაზე“ პირდაპირ შტურმი მიიტანა რამდენიმე დღის წინ. როდესაც მისი წარმომადგენელი გვევლინება „ნაცების“კიდევ ერთი შტოს, გვარამიას რაღაც გამოგონილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად, თუ წევრად ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ასევე „ნაცი“ გახლდათ მათი მხარდამჭერი და ეს თავადვე დაამტკიცა იმით, რომ შეუერთდა ვირტუალურ გუნდს, რომელიც ნიკა გვარამიამ, ასევ ერთ-ერთმა რიგითმა „ნაცმა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები