"ოცნება" ავლადიდებისა და მაფიოზური ძალაუფლების განაწილებაზეა ორიენტირებული - გეგელია
"ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია მმართველ პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მომდევნო 8 თვის განმავლობაში მსგავს ინციდენტებს ადგილი არაერთხელ ექნება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქართველი ოლიგარქის გუნდს ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დროა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოში მათი ფარეში დასრულდეს.
ჩვენ შემდეგ 8 თვეში გველის კიდევ უფრო მეტი დაპირისპირების ნახვა, რადგან "ქართული ოცნების" რუსული კლანები დაიწყებენ ერთმანეთში სიმდიდრის გაყოფას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ფოკუსი უნდა იყოს ერთი. ანუ, რუსეთის მსახური ხელისუფლების დასრულება და მასთან ერთად ამ კორუფციის და კლანური მაფიის დასრულება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, მუდმივად არის ორიენტირებული ერთადერთზე, ავლადიდების და მაფიოზური ძალაუფლების განაწილებაზე", - ამბობს გეგელია.