გახარია: ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი - ივანიშვილი

09.03.24 20:36
გახარია:  ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი - ივანიშვილი

"სამწუხაროდ, ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი", - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სხვა ყველა ინსტიტუტი ფუნქციურად გაუქმებულია, დისფუნქციურია. 

გახარია ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების დაპირისპირებაზე, ამბობს, რომ არ აინტერესებს და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის უკან არანაირი შინაარსი არ არის.

ბოლო სამი წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ეტაპობრივად დაშალა ყველა ინსტიტუტი შინაარსისგან. პარლამენტი დაცალა, პრეზიდენტი შეზღუდა, კონსტიტუცია საერთოდ გააუქმა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში იყო პრემიერის ინსტიტუტი დარჩენილი, რომელიც ასე თუ ისე ფუნქციონირებდა. დღეს, რაც ხდება, ამ პრემიერის ინსტიტუტსაც აზრი დაუკარგეს. 

რა მნიშვნელობა აქვს, სიმართლე თუ გინდათ, არც მახსოვს, ვინ არის და ვინ იყო ეს პრემიერი. ნუ, სამწუხაროდ ასეა... 

ვიღაც ვიღაცები ამბობდნენ, რომ საპატიო თავმჯდომარე განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება მინისტრი. მეგობრებო, საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, ძალთა ბალანსი. საერთოდ პარტიას არავინ ეკითხება, პრემიერი ვის დანიშვნას თავის კაბინეტში. სამწუხაროდ ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი"- ამბობს ყოფილი პრემიერი. 

მსგავსი სიახლეები