რაგბის სამი მოედნის ნაცვლად, ლისის ტბის პირას, ვილები აშენდება
რაგბის სამი მოედნის ნაცვლად, ლისის ტბის პირას, ვილები აშენდება - მიწა, რომელიც რაგბის კავშირს სტადიონებისთვის სახელმწიფომ გადასცა, გაყიდეს. კომპანია "ჯი არ ჯი" დეველოპმენტი აქ ვილებს ააშენებს. სარაგბო კლუბ "ჯიქის" გამგეობის წევრი კახა ალანია, რომელიც ლისზე სტადიონის აშენების პირობას დებდა, ახლა ვერ ასაბუთებს, რატომ არ შესრულდა ეს დაპირება.
- 2010 წელს, მაშინდელ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, თბილისს მერიამ რაგბის კავშირს მიწა ნუცუბიძის 77-ის მიმდებარედ გადასცა. აქ სტადიონი უნდა აეშენებინათ. 2015 წელს საჯარო რეესტრმა პრეზიდენტის განკარგულების გვერდის ავლით ნუცუბიძეზე მიწის ნაკვეთს სტადიონის აშენების ვალდებულება მოუხსნა, მალავე საკრებულომ ამ ნაკვეთს ფუნქციური ზონა შეუცვალა, რომელიც სტადიონის ნაცვლად კორპუსის აშენების საშუალებას იძლეოდა. მიწა რაგბის კავშირმა მანამდე, ამავე წლის აპრილში კლუბ "ჯიქს" მისცა. საბოლოოდ, ჯიქმა კი ეს მიწა კერძო პირს ლისის ტბის პირას 43 ათას კვადრატულ ტერიტორიაში გაუცვალა, თუმცა იქ სადაც სამი სტადიონი და სპორტული კომპლექსი უნდა ყოფილიყო გაყვეს და გაყიდეს.
- 2016 წელს ლისზე მიღებული მიწის ნაწილი კლუბმა "ჯიქმა", რაგბის კავშირს დაუბრუნა, იმ პირობით რომ სტადიონს ის ააშენებდა, 8 წელი გვესმოდა დაპირებები, საბოლოოდ კი მიწის ნაწილი 13 600 კვადრატული მეტრი ნაკვეთი 2023 წლის მარტში 682 ათას დოლარად გაყიდეს. აქ ვილები აშენდება, კლუბ ჯიქის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რომ თითქმის ორი მილიონი ლარით დაგროვებული ვალები უნდა გადაიხადონ.
მიუხედავ იმისა, რომ თავის დროზე ტერიტორია რაგბის კავშირს სტადიონისთვის მერიამ მისცა, კალაძის უწყებას მას ხელი არ შეუშლია რომ სტადიონის ნაცვლად ლისის ტბის პირას ვილები აშენდეს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 626-ე განკარგულებით, საცხოვრებელი სახლების განაშენიანების ნებართვა გაიცა.
ვლადიმერ ჭედია, შპს ჯი არ ჯის დამფუძნებელის, სწორედ მან უნდა ააშენოს სარაგბო კლუბის ჯიქების მიწაზე - 27 ვილა. სტადიონისთვის საჭირო ტერიტორია მას 682 ათასი დოლარად მიყიდეს, თუმცა ფული არ ჰქონდა და მიწა "ჯიქმა" განვადებით მიჰყიდა. მიწის ყიდვის მომენტში მას სარაგბო კლუბმა წინასწარ მისცა უფლება იმის მიმთხვევად რომ ფული გადახდილი ბოლომდე არ ჰქონდა ვილების ასაშენებელი ნებართვა მოეპოვებინა.
ვის გამო შეგვრჩა, ლისზე სტადიონის ნაცვლად ვილები? - სარაგბო კლუბი ჯიქები როგორებმაც მისი ნაწილი თითქმის ორ მილიონ ლარად გაყიდა ყველაფერს რაგბის კავშირის აბრალებს.
ლისზე მიღებული 43 ათასი კვადრატული ტერიტორიიდან ახლა ნაწილი რაგბის კავშირს დარჩა, თუმცა აქ ვერ გვეუბნებიან, როდის აშენდება მიწის ნაწილზე მაინც სტადიონი.
ფართი, რომელიც სახელმწიფომ სარაგბო თემს სტადიონების მოსაწყობად გადასცა ისე გაიყიდა, რომ რაგბის კავშირმაც არაფერი იცოდა. კავშირის პრეზიდენტი გვიმტკიცებს, რომ ამ მიწების საქმე ახლა პროკურატურაშია.
ვის რა ეკუთვნოდა და როგორ, ეს პროკურატურის მოკვლევის საგანია. საგამოძიებო ორგანო საქართველოს რაგბის კავშირის ქონების მითვისება გაფლანგვისა და ამავე ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს წლებია სწავლობს. პროკურატურაში გვეუბნებიან რომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 ე და 220 მუხლით მიმდინარეობს.