"უპრეცედენტო აქტივობაა" - სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს

10.03.24 13:15
"უპრეცედენტო აქტივობაა" - სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავსიფულების მოთხოვნით ენმ ხელმოწერების შეგროვებას განაგრზობს. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე მოქალაქეების უპრეცენდეტო აქტივობაზე საუბრობს. მისი თქმით, უკვე სამ ლოკაციაზე იყო და ყველგან იდენტური მდგომარეობაა: მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად ხელმომწერთა რიგებია. 

„გრძელდება ხელმოწერების კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით. ახლაც უპრეცედენტო აქტივობაა, ამაზე არაერთხელ ვისაუბრე. ყველგან, სადაც ჩავდივართ არის მსგავსი მდგომარეობა, არის რიგები. დღეს უკვე მესამე ლოკაციაზე ვიმყოფები და ყველგან არის ასეთი მდგომარეობა. ადამიანები დგანან რიგებში, რომ ხელი მოაწერონ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და მართლაც ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი აქტივობაა, ასეთი სურვილი აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი იყოს უპირობოდ გათავისუფლებული. ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ერთად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დასავლურ რელსებზე და დაჩქარებული წესით გავხადოთ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი,-  განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები