მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვებას ულოცავს
მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვებას ულოცავს. მესამე პრეზიდენტის წერილი საზოგადოებას სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ გააცნო.
მესამე პრეზიდენტი სპეციალურ წერილში EPP-ში ხმის მოპოვების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ენმ პირველია, ვისაც საქართველოდან ევროპულ გააწყვეტილებებზე ხმის უფლება მიცემა შეუძლია.
სააკაშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ პატიმრობის მიუხედავად, მან კონგრესზე ადსწრების მიწვევა მიანც მიიღო, მისი სიტყვა კი კონგრესის ათასობით დელეგატს გიორგი ბარამიძემ წაუკითხა.
ვულოცავ თანაპარტიელებს ენმ-დან ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკურ გაერთიანებაში, ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვებას. 5-7 მარტს ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესმა ენმ-ს ერთხმად მიანიჭა ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრის სტატუსი და ხმის უფლება. ევროპის სახალხო პარტია არის ევროპის მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიანულ-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანება. მისი წევრები არიან ევროპის 44 ქვეყნის 84 პარტია. ენმ EPP-ს დამკვირვებელი წევრი 2007 წლიდან იყო. ჩვენ, ნაციონალები, პირველი ქართველები ვართვისაც საქართველოდან ევროპულ გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა შეგვიძლია. ბუქარესტში კონგრესმა დაამტკიცა ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიის მანიფესტი და ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავ მოქმედი პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის კანდიდატურა წამოაყენა. პატიმრობის მიუხედავად, მე კვლავ მივიღე ოფიციალური მოწვევა დავსწრებოდი კონგრესს. ჩემი მიმართვა კონგრესის ათასობით დელეგატის წინაშე გიორგი ბარამიძემ წაიკითხა, - წერს სააკაშვილი.