პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინში - შეეწირება თუ არა ვიცე-პრემიერის პოსტი მოსკოვიდან გამოგზავნილ სკანდალურ წერილს?

10.03.24 20:13
პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინში -  შეეწირება თუ არა ვიცე-პრემიერის პოსტი მოსკოვიდან გამოგზავნილ სკანდალურ წერილს?

 

 

ლევან დავითაშვილი პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინში - შეეწირება თუ არა ვიცე პრემიერის პოსტი მოსკოვიდან გამოგზავნილ სკანდალურ წერილს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერს პუტინს დაქვემდებარებული ავიაკონცერნიდან წერილებს პირდაპირი ფრენების დამატების მოთხოვნით უგზავნიან. საუბარია ჯამში 400-ზე მეტ ავიარეისზე. 

ხვალ "ქართული ოცნებისთვის" დიდი დღეა. ირაკლი კობახიძემ სამთავრობო წმენდისს მესამე სერიის ბოლოს თანამდებობები უნდა დაანაწილოს. ახალ პრემიერს სკანდალშიი გახვეული მოადგილის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, ამიტომ უცნობია მოხვდება თუ არა კობახიძის შავ სიაში,  დავითაშვილი, რომელიც ღარიბაშვილის კადრად მოიაზრება.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები