შედგება თუ არა მელია-გვარამიას ერთობა? - გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება
შედგება თუ არა მელია-გვარამიას ერთობა? - პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა ხვალ სასტუმრო "შერატონში" გაიმართება. შეხვედრა, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკუთარ გადაწყვეტლებას გაახმოვანებენ, 14:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ახალ პარტიას აფუძნებს. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პარტია არჩევნებზე 4 ნომრით გავა. ნიკა მელიას უკვე დაანონსებული აქვს, რომ პარტიის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად არის ჩართულ "ახალის" დაკომპლექტებაში.