რუსული ავიაკომპანების წერილი ვიცე-პრემიერს - კობახიძე განმარტებებს არ აკეთებს

11.03.24 11:23
რუსული ავიაკომპანების წერილი ვიცე-პრემიერს - კობახიძე განმარტებებს არ აკეთებს

რუსული ავიაკომპანების წერილი ვიცე-პრემიერს - ირაკლი კობახიძე საკითხზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, ლევან დავითაშვილმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც უნდა მიეღო. 

რაც შეეხება ფრენების საკითხს, ეს არის ტექნიკური საკითხი, რაზეც კიდევ უფრო დეტალურ განმარტებას გააკეთებს ეკონომიკის მინისტრი, თუმცა არის არსებითად ტექნიკური საკითხი, ეს არის ჩვეულებრივი რუტინული საკითხი, რომელიც იყო გადასაწყვეტი, შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას უნდა მიეღო, - თქვა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამთავრობო წმენდა მორჩენილია და მინისტრების გადაადგილება აღარ იგეგმება. 

შეგახსენებთ, რომ შაბათის ეთერის რეზონანსული გამოძიებით დადგინდა, რომ  საქართველოს ვიცე-პრემიერსს პუტინის დაქვემდებარებული ავიაკონცერნიდან წერილებს პირდაპირი ფრენების დამატების მოთხოვნით უგზავნიან. "რედ ვინგსსს" რუსეთის 14 ქალაქიდან საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში თვეში 448 ახალი ავიარესის დამატება უნდა. 

მსგავსი სიახლეები