"ცინიზმი და დაცინვა" - ღუდუშაური ადეიშვილის ვიზიტებზე ბრიუსელსა და ბუნდესტაგში
ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და გერმანიაში ვიზიტს "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური უკრაინის მხრიდან ცინიზმსა და დაცინვას უწოდებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ადეიშვილი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელია და ის ევროპის მასშტაბი თავისუფლად არ უნდა გადაადგილდებოდეს, რადგან ეს ევროპულ ღირეულებებს ეწიინააღმდეგება.
ცინიზმია და საერთოდ, მართლმსაჯულების, ზოგადად, დაცინვაა ის, რასაც ვხედავთ, რომ თურმე ზურაბ ადეიშვილი მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირეით იღებდა მონაწილეობას ამ შეხვედრაში. ზურაბ ადეიშვილი და მართლმსაჯულება, ეს ისევე დაშორებულია ერთმანეთისგან, როგორც, მაგალითად, დღე და ღამე განსხვავდება ერთმანეთისგან. პირიქით, ევროპასთან მიმართებაში, ჩვენ ვიცავთ სწორედაც ევროპულ ღირებულებებს. რა არის ევროპული ღირებულება? ევროპული ღირებულება არის ის, რომ დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი ზურაბ ადეიშვილი არ უნდა გადაადგილებოდეს თავისუფლად, რაც პირდაპირ ურტყამს იმ პრინციპებს, რაზეც დღეს დგას ნამდვილად ევროპული ღირებულება, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელდა გერმანიაში ვიზიტის დროს ზურაბ ადეიშილი უკრაინის დელეგაციის წევრი იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოფილი გენპროკურორი 9 წელია ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებულია და შესაბამისად, არცერთ სახელმწიფოში გადაადგილებაზე შეზღუდვა არ აქვს.