პარტია "ახალი" სტარტს იღებს - გვარამიას და მელიას ალიანსი დღეს ოფიციალურად გაფორმდება

11.03.24 12:11
პარტია "ახალი" სტარტს იღებს - გვარამიას და მელიას ალიანსი დღეს ოფიციალურად გაფორმდება

ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ალიანსი დღეს ოფიციალურად გაფორმდება. პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "შერატონში" 14:00 საათზე გაიმართება. 

ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ პარტიის სახელწოდება "ახალი" იქნება, ხოლო მისი საარჩევნო ნომერი - 4.

"პირველების" ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებას კობა ნაყოფია, ეკა ხერხეულიზე, აკაკი მინაშვილი, რომან გოცირიზე და ხატია დეკანოიძეც დაესწრებიან.

უფრო მეტი ახალი ალიანსის შესახებ ცნობილი პრეზენტაციის შემდეგ გახდება.

მსგავსი სიახლეები