შევკრიბოთ ხელმოწერები, რომ გავაუქმოთ საპენსიო სესხები - სააკაშვილის ინიციატივა

11.03.24 12:30
შევკრიბოთ ხელმოწერები, რომ გავაუქმოთ საპენსიო სესხები - სააკაშვილის ინიციატივა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსახლეობას ხელმოწერების შეგროვებისკენ მოუწოდებს, რითაც მთავრობას საპენსიო სესხების გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ეს ინიციატივა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვის დროს გაახმოვანა.

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პირველ რიგში, გავაუქმებინოთ საპენსიო სესხები და მე მადლობელი ვარ, რომ ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერები ჩემს გასათავისუფლებლად, ამას ითხოვს ევროპარლამენტი, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა შევკრიბოთ ხელმოწერები იმისთვის, რომ გავაუქმოთ საპენსიო სესხები, ეს არის ყველაზე არაადამიანური, ჯალათური ფორმა, იმის მაგივრად, რომ ადამიანებს მიეცეთ ნორმალური სიბერე, პრაქტიკულად, ყელში აქვთ წაჭერილი ხელი,“ - ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები