რატომ არ უნდათ ხელფასების დაკლება? - სემეკის თავმჯდომარე ოპოზიციის კანონპროექტს იწუნებს
სემეკის თავმჯდომარე ოპოზიციის მომზადებულ კანონპროექტს იწუნებს და უარს ამბობს შრომის ანაზღაურების დაკლებაზე. დავით ნარმანია ერთ-ერთია, ვისი წლიური შემოსავალიც თვეში ოცი ათას ლარს აღემატება. მაღალანაზღაურებადია კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეც. საჯაროო მოხელის ხელფასი წელიწადში 21 ათას ლარს აღემატება. მისი შრომის ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის ხელფასზე მაღალია.
ინიციატივა რომან გოცირიძეს ეკუთვნის, რომელიც ფიქრობს, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრების ხელფასებზე ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პროექტი საკანონმებლო ორგანოში უკვე წარადგინა.
დავით ნარმანია რომან გოცირიძის ინიციატივას "აბსურდულს" უწოდებს.
კანონპროექტი, რომელიც რომან გოცირიძემ წარმოადგინა, არის აბსურდული. ერთის მხრივ, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიებლობის შეზღუდვა, მათ შორის, ფინანსური, ეწინააღმდეგება ევროპულ მიდგომებს, დირექტივებს და სულისკვეთებას. ამასთან აკავშირებით მარეგულირებელმა კომისიამ მოამზადა კიდეც თავისი პოზიცია და გააგზავნა როგორც პარლამენტში, ასევე გამოაქვეყნებს საჯაროდ. ამ ადამიანს, როგორც ჩანს, მეტი არ მოეკითხება და რაც მოეკითხება, ის წარადგინა, - თქვა ნარმანიამ.
დააკმაყოფილებს თუ არა ხლეისუფლება ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატვას, ჯერ-ჯერობით უცნობია.