ხალხმა მოიპოვა ის, რომ რესპუბლიკური გააგდებინეს ხელიდან, ნახეთ დღეს რანაირი მინისტრი დანიშნეს - სააკაშვილი

11.03.24 12:45
ხალხმა მოიპოვა ის, რომ რესპუბლიკური გააგდებინეს ხელიდან, ნახეთ დღეს რანაირი მინისტრი დანიშნეს - სააკაშვილი

"ხალხმა მოიპოვა ის, რომ რესპუბლიკური გააგდებინეს ხელიდან, ნახეთ დღეს რანაირი მინისტრი დანიშნეს", - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძის დანიშვნას მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე ამბობს, რომ ყველა სფეროში პრობლემებია, ყველა სფერო მონოპოლიზებულია.

ექიმებს, როგორც კლასს ანადგურებენ. ამ სიტუაციაში ისინი გვყოფენ და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. დიდი ეროვნული დეპრესია, 12-წლიანი სირცხვილი აუცილებლად დასრულდება. ამიტომ ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე, რომ უიმედობამ, სიბნელემ, დაცარიელებამ და გენოციდმა ქართველი ერის არ და ვერ იმუშაოს,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები