ცესკოს მიტაცების გეგმა - პრეზიდენტის შენიშვნებზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს

11.03.24 12:57
ცესკოს მიტაცების გეგმა - პრეზიდენტის შენიშვნებზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. მმართველ გუნდში ახლა ხმებს აგროვებენ, რომ ზურაბიშვილის დაწუნებული კანონიი მაინც გაიიტანონ და ცესკოზე სრული კონტროლი აიღონ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფს პრეზიდენტის ნაცვლად მალე პარლამენტის თავმჯდომარე ერთპიროვნულად შეარრჩევს. გადამწყტვეტი არჩევნებისთვის "ოცნებას" ცესკოში მაღალ თანამდებობაზე არც ოპოზიციონერი მოადგილე სჭირდება. 

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე პარლამენტი მიმდინარე კომიტეტზე იმსჯელებს. ცაინიშნება კომიტეტი, სადაც ზურაბიშვილის საპარლამენტო წარმომადგენელს მოუსმენენ.

ენმ-ს წევრი ანი წითლიძე ხელისუფლებას ევროსაბჭოს მონიტორინგის მოწოდება გაახსენა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ცვლილებები ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ გადაუგზავნოს, თუმცა "ოცნება" ამ რეკომენდაცაის უგულებელოფს. 

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა წინა კვირას პარიზში კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად მოუწოდა ივანიშვილის პარტიას, რომ გადააგზავნონ კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიაში ეს ცვლილებები და დაელოდონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. მოლოდინი იმის, რომ ამ მოწოედბის შემდეგ გაითვალისწინებს რამეს ივანიშვილის პარტია, ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სულერთია რას იტყვიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილის პარტიისთვის, - ამბობს ანი წითლიძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ "ოცნებას" არჩევნებში წაგების ეშინია და ამიტომ ყველა ხერხს მიმართავს, რომ ცესკოში სეითი ადამიანები ჰყავდეს, რომლებიც ყველაფერზე ხელს მოუწერენ. 

ივანიშვილის პარტიამ ღიად თქვა, რომ მათ ეშინიათ მოახლოებული არჩევნების. მესმის, არ უნდათ ხელისუფლების დაკარგვა, მაგრამ ვერანაირი საარჩევნო კომისია მათ ვერ უშველით, ვერც ერთპარტიული, ვერც ატარტიული. ასე ეგონა შევარდნაძესაც და მოუწია სახლში წასვლა. იგივე ხდება ახლაც. მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ცდილობენ, ცესკოს ისეთი სემადგენლობა ჰყავდეთ,რ ომელიც ყველაფერზე მოუწერს ხელს, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

 

მსგავსი სიახლეები