საქმე ლაპარაკის ნაცვლად, საქმე კინკლაობის ნაცლად - სააკაშვილი
"ფული მე არ მომიპოვებია, რაღაც პრივილეგიები მე აქ არ მომიპოვებია, ყოველთვის მამოძრავებდა ერთი რამ - ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო უნდა ყოფილიყო შურის საგანო მთელ მსოფლიოსთვის," - ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, რაც უნდა შეიცვალოს და ამ ცვლილებებში აქტიურ მონაწილეობას აპირებს.
ძალიან მარტივია - საქართველოში მამოძრავებს ერთი რამ, რომ დავარწმუნო, რომ ფული მე არ მომიპოვებია, რაღაც პრივილეგიები მე აქ არ მომიპოვებია, ყოველთვის მამოძრავებდა ერთი რამ - ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო უნდა ყოფილიყო შურის საგანო მთელ მსოფლიოსთვის, ახლა უხერხულად არ გვიმჩნევენ და უაზრო კინკლაობა მიდის და უაზრო თემებზე მიდის ყურადღების გადატანა. უნდა დავუბრუნდეთ საქმეს, საქმის დროა, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, საქმე კინკლაობის ნაცლად, საქმე უმუშევრობის და უპერსპექტივობის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მომავალი და საქართველოს უკეთესი დღეები არის წინ და ვაპირებ, მათ მოახლოებაში აქტიურ მონაწილეობას,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.