მზადება დაწყებულია - მელიას-გვარამიას ერთობის პრეზენტაცია 15:00 საათზე დაიწყება

11.03.24 13:26
მზადება დაწყებულია - მელიას-გვარამიას ერთობის პრეზენტაცია 15:00 საათზე დაიწყება

ახალი პოლიტიკური ერთობის შესახებ ნიკა მელია და ნიკა გვარამია 15:00 საათზე პრესკონფერენციაზე გამოაცხადებენ. არჩევნებისთვის შექმნილი გაერთიანების წევრებმა "შერატონში" მისვლა უკვე დაიწყეს. მზადება დაწყებულია. 

"ახალის" წევრები პრეზენტაციამდე კონკრეტულ გეგმებზე და დეტალებზე არ საუბრობენ. 

ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, ერთი და მეორე, დანარჩენი ერთობასთან დაკავშირებით და იმასთან, რა კონფიგურაციით წარდგება გუნდი, გადაწყვეტილება იქნება მიღებული და აი, ამ საბოლოო შეხვედრის შემეგ ყველასთვის იქნება ცნობილი, - ამბობს ნიკა ფარულავა. 

ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ალიანსი დღეს ოფიციალურად გაფორმდება. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ პარტიის სახელწოდება "ახალი" იქნება, ხოლო მისი საარჩევნო ნომერი - 4.

"პირველების" ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებას კობა ნაყოფია, ეკა ხერხეულიზე, აკაკი მინაშვილი, რომან გოცირიზე და ხატია დეკანოიძეც დაესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები