ვინ არის გიორგი ქაჯაია და ვისი მოთხოვნით დაინიშნა რუსეთთან მომლაპარაკებლად?

11.03.24 13:44
ვინ არის გიორგი ქაჯაია და ვისი მოთხოვნით დაინიშნა რუსეთთან მომლაპარაკებლად?

ვინ არის გიორგი ქაჯაია და ვისი მოთხოვნით შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან მომლაპარაკებელი? თბილისში ფიქრობენ, რომ გიორგი ქაჯაია პოსტზე კარასინის რეკომენდაციით დანიშნეს, რადგან ქაჯაია წლების განმავლობაში მოსკოვში მუშაობდა. ის რუსეთში ე.წ პოლიტიკურ ელიტასთან დაახლეობული პირია. ხელმძღვანელობდა მოსკოვში მოქმედ საქართველოს ინტერესების სექციასაც.

პრემიერის ახალი მრჩეველის რუსეთთან მჭიდრო კავშირები აჩენს ეჭვს, რომ კობახიძის მთავრობას რუსეთან დაკავშირებით ახალი გეგმები აქვს და ოკუპანტ სახლემწიფოსთანაც თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს.

"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების გარღმავების მცდელობას ადგილი არ აქვს.

ჩვენ არანაირი ურთიერთოები არ გავქვს რუსეთთან, იცით, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია, ამიტომ აქ გაღრმავებაზე არ არის საუბარი, საუბარი მთავარ გამოწვევაზე და პრობლემაზე, რომელიც ჩვენს ურთიერთობებში არის. არის ის, რომ რუსეთს ოკუპირეული აქვს საქართველოს ორი ტერიტორია, - ამბობს პაპუაშვილი. 

ცნობილი გახდა გიორგი ქაჯაიას ადგილომანცვლის ვინაობა. შევიცარიის საელჩოში საქართველოს წარმომადგენელი დღეიდან მამუკა მერკვილაძე იქნება. 

მსგავსი სიახლეები