"ელჩებთან დაფიქსირდა, რომ ვართ შეშფოთებული" - მინისტრი EU-სა და გერმანიის ელჩების საგარეოში დაბარებაზე

11.03.24 13:20
"ელჩებთან დაფიქსირდა, რომ ვართ შეშფოთებული" - მინისტრი EU-სა და გერმანიის ელჩების საგარეოში დაბარებაზე

ევროკავშირის და გერმანიის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - ჰერჩინსკის  და ფიშერს ილია დარჩიაშვილი პირადად შეხვდა და შეშფოთების ნოტა გადასცა.

მთავრობა ზურაბ ადეიშვილის ევროპული შეხვედებითაა გაბრაზებული. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს "ოცნების" მთავრობა, პრაქტიკულად, ეუბნება, რომ არ შეუშვას ქვეყანაში უკრაინის პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენელი, რადგან მასზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

თქვენი აღქმაა, სავარაუდოდ, ამ განცხადების, რომელსაც საუბრობთ, რომ არის თავდასხმები. ეს არის განცხადება, რომელიც გამოხატავს პოზიციას. არ იქნება სწორი ჩვენი საუბრის გამოტანა და ელჩებთან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებული იმით, რაც ვიხილეთ - მიგვაჩნია, რომ კრიმინალები მსგავსი ტიპის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას არ უნდა ესწრებოდნენ და არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას. გვინდა, რომ ყველას სცეს ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობას პატივი. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას,“ - ამბობს მინისტრი.

მსგავსი სიახლეები