"აბა, რა ვქნათ, გავჩუმდეთ?" - პაპუაშვილი უკრაინის ხელისუფლების კრიტიკაზე

11.03.24 13:23
"აბა, რა ვქნათ, გავჩუმდეთ?" - პაპუაშვილი უკრაინის ხელისუფლების კრიტიკაზე

"აბა, რა ვქნათ, გავჩუმდეთ?" - ამ რიტორიკულ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის ხელისუფლების კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად სვამს.

პაპუაშვილის თქმით, ქართველ ხალხს ევროკავშირის მიმართ ერთი პრიორიტეტი აქვს, კერძოდ ის, რომ EU "ქართველი კრიმინალების" თავშესაფრად არ უნდა იქცეს. 

ჩვენ ქართველი ხალხისა და ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესში საუბარი იყო ხან 12 პრიორიტეტზე, ხან 9 პრიორიტეტზე ქართველი ხალხის მიმართ. ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებაში, ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები და არ უნდა მოხდეს ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა იმ ადამიანებთან ურთიერთობის, რომლებმაც საქართველოში შექმნეს წამების, ადამიანის ღირსების შელახვის, ბიზნესის რეკეტის სისტემა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ამაზე დაფიქრდება ყველა ჩვენი პარტნიორი, გადმოგვეცემიან დამნაშავეები", - ამბობს პაპუაშვილი. 

პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის სახელით ევროკავშირში ვიზიტებისას ადეიშვილის მონაწილეობა EU-ს პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება. 

ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ 9 პრიორიტეტს, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, პირველივე პრიორიტეტს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა ისე, როგორც ადამიანისა, რომელთანაც შესაძლებელია მაღალ დიპლომატიურ დონეზე საუბარი და ამ შეხვედრების წარმოჩენა ნორმალურ ჭრილში", - თქვა პაპუაშვილმა. 

დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, სადაც ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში უკრაინის დელეგაციაში ზურაბ ადეიშვილის ყოფნაზე "შეშფოთება" გამოთქვა

მსგავსი სიახლეები