თუ ჩვენი მამაძაღლი ხარ, კარგი ბიჭი ხარ, თუ სხვისი მამაძაღლი ხარ, ცუდი ბიჭი ხარ - ხუხაშვილი

11.03.24 13:32
თუ ჩვენი მამაძაღლი ხარ, კარგი ბიჭი ხარ, თუ სხვისი მამაძაღლი ხარ, ცუდი ბიჭი ხარ - ხუხაშვილი

"ეს არის ცინიზმი, უტიფრობა, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. თუ ადეიშვილის დაპატიმრება უნდოდა ვინმეს, ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლოთ, ახლა გაახსენდათ, იმიტომ, რომ გაუჭირდათ",  - ასე ხსნის ევროკავშირზე ადეიშვილის სახელის გამოყენებით მიტანილ იერიშს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი "პირველებთან" ამბობს, რომ ადეიშვილის საკითხის გააქტიურება უკავშირდება ორ რამეს - ერთი, "ოცნებამ" ევროკავშირზე ისევ მიიტანა იერიში და მეორე, ხელისუფლებას ე.წ. ვეტინგის სისტემის ჩაგდება უნდა. 

მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და ადეიშვილს მიშასთვის რომ შეეგინებინა ან ბიძინასთვის დითირამბები ემღერა, კობახიძის ნაცლად ის იქნებოდა პრემიერ-მინისტრი.

მამაძაღლი რომ ხარ ის კი არ არის პრობლემა, თუ ჩვენი მამაძაღლი ხარ, კარგი ბიჭი ხარ, თუ სხვისი მამაძაღლი ხარ, ცუდი ბიჭი ხარ - ბიძინას პოლიტიკა ხომ ასეთია, ნებისმიერ ნაძირალას ჩაიხუტებს, ვინც ერთგულებას შეფიცებს. ამასაც თავი, რომ დავანებოთ, ადეიშვილის მთავარი დანაშაული რა იყო - მთავარი დანაშაული ის იყო, რომ ის იყო კურატორი სასამართლო სისტემის და მან დაამკვიდრა ის მანკიერი თამაშის წესები, რაზეც შეიძლება იყოს საუბარი და ეს სასამართლო კორპუსი ისევ იქ არის ანუ კოლექტიური მურუსიძე.
ყველაფერი ცხადია - ეს არის ცინიზმი, უტიფრობა, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. თუ ადეიშვილის დაპატიმრება უნდოდა ვინმეს ან რეალურად მასზე რაღაცის გაკეთება, ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლოთ, ახლა გაახსენდათ, 11 წელი გავიდა უკვე ხომ, რატომ, იმიტომ, რომ გაუჭირდათ. ადეიშვილის თემა გახდა აქტუალური, რომ საჭირო იყო თემა ევროკავშირზე შეტევის განსახორციელებლად და ამ ვეტინგის ჩაგდება, რომ რეალურად გაგვეგო, ვინ არიან ჩვენი მოსამართლეები,“ - ამბობს გია ხუხაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები