ხელისუფლებავ, ნუ გვემალები, შეგხვდი და მოგვისმინე - აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
"ხელისუფლებავ, ნუ გვემალები, შეგხვდი და მოგვისმინე", - ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები არიან შეკრებილი. მთავარი მოთხოვნაა, რომ ბულვარში მუშაობის უფლება მისცენ. ისინი თავიანთი ბიზნესის ორგანიზებისთვის ფართის გადაცემას პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე ითხოვენ.
მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს თორნიკე რიჟვაძეს, ჯაბა ფუტკარაძეს და არჩილ ჩიქოვანს, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის გამო მათ ფინანსური ზარალი მიადგათ. თვითდასაქმებულები შიშობენ, რომ აუქციონისას მაღალი კონკურენციის პირობებში, შესაძლოა ისინი სამუშაო ადგილების გარეშე დარჩნენ.